Skip to content

დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოში მომავალი, 2024 წლის არჩევნები პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ახალ სისტემაზე გადასვლასთან ერთად კანონში ჩადებულია ნაღმები, რომელთა მიზანია უზრუნველყოს ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების შენარჩუნება. პირველ რიგში ეს არის მაღალი, 5 პროცენტიანი ბარიერი, აგრეთვე აკრძალვა საარჩევნო ბლოკების შექმნაზე. სავარაუდოდ, ხელისუფლების გათვლაა რომ ჭრელი, არაკოორდინირებული და ხშირად ერთმანეთის კრიტიკაზე გადასული ოპოზიცია ვერ შეძლებს გაერთიანებას და ბევრი მათგანი ბარიერს მიღმა აღმოჩნდება, დაკარგული ხმები კი გადანაწილდება გამარჯვებულ სუბიექტებს შორის. ეს ფაქტობრივად საპროტესტო ელექტორატის ხმების ხელისუფლების ყულაბაში წასვლას ნიშნავს. ეს არის დღევანდელი რეალობა და ძნელად წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებამ პოზიციები დათმოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ ბარიერის დაწევა ქართული ოცნების სასრგებლოდ ითამაშებს, რაც არსებული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდება.

მომდევნო სქემა გვესახება გამოსავლად არსებული ჩიხური სიტუაციიდან. ვინაიდან ოპოზიციური პოლიტიკური პატრიები უნდობლობით ეკიდებიან ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავენ ერთმანეთში გრძლვადიან პარტნიორებს, გაერთინება უნდა მოხდეს მხოლოდ დროებით, ტექნიკურ წინასაარჩევნო ბლოკებში. 2024 წლის არჩევნები უნდა გამოცხადდეს ტექნიკურ არჩევნებად, რომლის მიზანია რუსული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება და ახალი მოწვევის პარლამენტში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე, უკვე ნამდვილად თავისუფალი არჩვენების დანიშვნა.

2024 წლის არჩევნები. ორი, კოორდინაციაში მყოფი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი:

ბლოკი 1 ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებულები პარტიები

ბლოკი 2პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი ტექნიკური ბლოკი, ე.წ. “ნოეს კიდობანი” 🙂 . ბლოკის ამოცანაა ყველა დანარჩენი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის გაერთინება და ამ გზით ბარიერს მიღმა დარჩენის პრობლემის დაძლევა.

საარჩევნო გაერთიანების რეგისტრაციაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ბლოკებში აქ იგულისხმება საარჩევნოდ დაფუძნებული ზეპარტიული გაერთიანება, რომელიც ერთიან სიას წარადგენს საარჩევნო კომისისაში ან ცალკეული პარტია გაფართოებული სიით.

პირველ ბლოკს სავარაუდოდ ხმას მისცემს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ამომრჩეველი, მეორე ბლოკს დანარჩენი ევროპულ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ამომრჩეველი, ოცნების მომხრეების გარკვეული ნაწილის ჩათვლით. აგრეთვე, ორ ბლოკად გაერთიანება და მათ შორის კოორდინაცია არჩევნების მოსაგებად, სერიოზული მოტივაცია იქნება პასიური და ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლისთვისაც.

პარტიებს შორის არსებული პოზიციების მნიშვნელოვანი სხვაობის გათვალისწინებით, ეს დიდი გაერთიანება არის დროებითი, არ ავალდებულებს მასში შემავალ სუბიექტებს სრულ თანხმობას ყველა საკითხზე და მხოლოდ პირველი ეტაპის ამოცანის, ოცნების ხელისუფლების დამარცხებაზეა ორიენტირებული. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტს შეაქვს ცვლილებები საარჩევნო სისტემაში და ნიშნავს ახალ, რიგგარეშე არჩევნებს.

თუ გაერთინება ვერ მოხერხდა და არჩევნებში სამი ან მეტი ოპოზიციური ბლოკი მიიღებს მონაწილეობას, ეს მკვეთრად გაზრდის ზოგიერთი სუბიექტის ბარიერს მიხღმა დარჩენის და შეაბამისად ოცნების მიერ ხელისუფლების შენარჩუნების შანსს.

პირველი ეტაპის, 2024 წლის არჩევნების ამოცანაა – არსებული სისტემის ფარგლებში (პროპორციული, 5% ბარიერით) ქართული ოცნების დამარცხება ერთიანი ფრონტით და პირველივე სესიაზე ახალი საარჩევნო კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სამართლიან, თავისუფალ არჩევნების ჩატარებას.

1. საარჩევნო კანონში შესატანი სავარაუდო ცვლილებები :

ბარიერის 2%- მდე დაწევა.

სახელისუფლებო რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის მოსყიდვის კრიმინალიზაცია.

აგიტატორების და კოორდინატორების მკაცრი რეგლამენტირება, არჩევნების დღეს კი მათი მუშაობის სრული აკრძალვა.

საარჩევნო კომისიის კომპლექტაციის სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის მიღება. სხვა აუცილებელი და მნიშვნელოვანი ცვლილებები თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

ასევე სასურველია ორგანიზებულ (სისტემურ) დეზინფორმაციაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებისა და ტროლების ინსტიტუტის კრიმინალიზაციის თაობაზე კანონის მიღება.

2. 2024 მოწვევის პარლამენტის დაშლა და 2025 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
შემდეგი არჩევნები ჩატარდება ახალი საარჩევნო სისტემით, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში..

ამ ორი პუნქტის შესრულების შემთხვევაში შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაიწყებს მოღვაწეობას სუფთა ფურცლიდან. გზას გაუხსნის საქართველოს ნამდვილი და არა მოჩვენებითი ევროპული ფასეულობებზე დაფუძნებული მოდელისკენ მოძრაობისთვის. ფაქტობრივად გახდება ახალი, მესამე რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება.

დ.დ.
ჯ.ა.