Skip to content

გთხოვთ, წერილზე ხელმოწერით დაადასტუროთ თქვენი სურვილი და მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

წერილის მიზანია, დავანახოთ ევროკავშირს ჩვენი ხალხის – საზოგადოების ერთსულოვნება, მტკიცე გადაწვეტილება და მისწრაფება საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად.

გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად – მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, საზოგადოებრივი მოძრაობისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა. ეს არის მიზანი, რომელიც ყველას გვაერთიანებს.

წერილი შეიძლება გაიგზავნოს ინდივიდუალურად, პირდაპირ ვებგვერდზე მოცემული ფორმის საშუალებით ან ჯგუფურად, ხელმოწერების შეგროვებით. ამ შემთხვევისთვის გთხოვთ გადმოტვირთოთ წერილის ასლი, მოაწეროთ ხელი და გაუგზავნოთ ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს და წევრებს ელ-ფოსტით ან საქართველოს ფოსტით, ქვემოთ მოცემილ მისამართებზე:

European Commission
Ms Ursula VON DER LEYEN
President of the European Commission
Rue de la Loi 200
Wetstraat 200 / 1040
P.O. Box: 1049
Bruxelles/Brussel
Belgium

e-mail: ec-president-vdl@ec.europa.eu

European Parliament
Ms Roberta METSOLA
President of the European Parliament
Rue Wiertz 60
Wiertzstraat 60 / 1050
P.O. Box: 1047
Bruxelles / Brussel
Belgium

e-mail: president@ep.europa.eu

European Council
Mr Charles MICHEL
President of the European Council
Rue de la Loi 175
Wetstraat 175 / 1048
Bruxelles / Brussel
Belgium

e-mail: ec.secretariat@european-council.europa.eu



ჩვენ, სრულიად საქართველოს საზოგადოება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, საზოგადოებრივი მოძრაობის, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დაფუძნებულია დემოკრატიულ და ჰუმანისტურ ფასეულობებზე. გვჯერა, რომ საქართველოს მომავლის ქვაკუთხედია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სასიცოცხლო ვექტორი ევროკავშირისკენ არის მიმართული.

სრული ვერსია


This is a petition of the Georgian People for the acceptance of Georgia as a member of the European Union.

We are the people of Georgia, irrespective of specific political affiliation, movement, religion, gender, ethnicity or any other identity. Our free and independent country was built on the basis of democratic and humanistic values. We strongly believe that the cornerstones of the future of Georgia are independence, freedom, peace and democracy. The only viable vector of our evolution is aligned with the European Union.

Full Version