
სრულიად საქართველოს საზოგადოებას
გთხოვთ, წერილზე ხელმოწერით დაადასტუროთ თქვენი სურვილი და მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
წერილის მიზანია, დავანახოთ ევროკავშირს ჩვენი ხალხის – საზოგადოების ერთსულოვნება, მტკიცე გადაწვეტილება და მისწრაფება საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად.
გავერთიანდეთ ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად – მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, საზოგადოებრივი მოძრაობისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა. ეს არის მიზანი, რომელიც ყველას გვაერთიანებს.
წერილი შეიძლება გაიგზავნოს ინდივიდუალურად, პირდაპირ ვებგვერდზე მოცემული ფორმის საშუალებით ან ჯგუფურად, ხელმოწერების შეგროვებით. ამ შემთხვევისთვის გთხოვთ გადმოტვირთოთ წერილის ასლი, მოაწეროთ ხელი და გაუგზავნოთ ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს და წევრებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს, ელ-ფოსტით ან საქართველოს ფოსტით, ქვემოთ მოცემილ მისამართებზე:
European Commission
Ms Ursula VON DER LEYEN
President of the European Commission
Rue de la Loi 200
Wetstraat 200 / 1040
P.O. Box: 1049
Bruxelles/Brussel
Belgium
European Parliament
Ms Roberta METSOLA
President of the European Parliament
Rue Wiertz 60
Wiertzstraat 60 / 1050
P.O. Box: 1047
Bruxelles / Brussel
Belgium
European Council
Mr Charles MICHEL
President of the European Council
Rue de la Loi 175
Wetstraat 175 / 1048
Bruxelles / Brussel
Belgium
EU Delegation to Georgia
Mr Carl HARTZELL
EU Ambassador to Georgia
EEAS Building
9A Rond Point Schuman
1046 Brussels
Belgium
წერილი ევროკავშირს
ჩვენ, სრულიად საქართველოს საზოგადოება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, საზოგადოებრივი მოძრაობის, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.
ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დაფუძნებულია დემოკრატიულ და ჰუმანისტურ ფასეულობებზე. გვჯერა, რომ საქართველოს მომავლის ქვაკუთხედია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სასიცოცხლო ვექტორი ევროკავშირისკენ არის მიმართული.